"ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება”
22/10/2021 09:54:24 პოლიტიკა
ენმ-ის მერობის კანდიდატი ქუთაისში ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება”.
"ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”. კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია, ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გააკეთენ:


