Accentnews.ge
მელია - ღარიბაშვილზე: "რაც ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს, უფრო დაგვეხმარება გამარჯვებაში"

მელია - ღარიბაშვილზე: "რაც ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს, უფრო დაგვეხმარება გამარჯვებაში"

22/10/2021 11:52:50 პოლიტიკა

ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ოპოზიციას გამარჯვებაში კიდე უფრო დაეხმარება.

"ე.ი. მათ რისი თქმა უნდათ, რომ არჩევითობას არ აქვს აზრი? არ შეიძლება არსად ოპოზიციამ გაიმარჯვოს? სულ ჩვენ უნდა ვიყოთო? [...] რაც უფრო მეტად გამოჩნდება ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს, ის, აუცილებლად, ჩვენ უფრო დიდ გამარჯვებაში, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში დახმარებას გაგვიწევს და შეგვეხიდება. ამიტომ მეტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეტად პირდაპირ ეთერში ყველა არხზე", – აცხადებს მელია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია, ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გააკეთენ:

"ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S