Accentnews.ge
თანამდებობა კიდევ ერთმა ძალოვანმა დატოვა

თანამდებობა კიდევ ერთმა ძალოვანმა დატოვა

22/10/2021 17:30:59 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ პატაკი დაწერა.

ცნობისთვის: 22 ოქტომბერს პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა სამეგრელო ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსი რევაზ ლაზიშვილი. მან საკუთარი გადაწყვეტილება სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ წამოწყებულ სპეცოპერაციას დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანის რუსლან შამახიას სახლი, საიდანაც სანადირო თოფები ამოიღეს. რაფავას ადოკატი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S