Accentnews.ge
Boeing- ის შეკვეთები ნულზე დაეცა

Boeing- ის შეკვეთები ნულზე დაეცა

17/05/2019 02:54:45 სხვა, მსოფლიო

თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Boeing- ის შეკვეთები ნულზე დაეცა. კონცერნის ფინანსური ანგარიშის თანახმად, წარმოებას 2019 წლის მარტის შემდეგ არცერთი შეკვეთა არ მიუღია. მიზეზად მარტის დასაწყისში ეთიოპიაში Boeing 737 Max -ის ავაიაკატასტროფა სახელდება, რომელსაც ლაინერის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა. 

შეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის ლაინერის ჩამოვარდნის გამო, კომპანიის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აშშ-მა, ჩინეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამაც აკრძალა. ვარაუდობდნენ, რომ აკრძალვა აგვისტომდე გაგრძელდებოდა, თუმცა The Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენებზე შეზღუდვა ისევ ძალაში დარჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S