Accentnews.ge
კობახიძე – ენმ–ის აქციაზე: "რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში"

კობახიძე – ენმ–ის აქციაზე: "რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში"

25/10/2021 10:20:32 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ 27 ოქტომბრისთვის დაანონსებული მასშტაბური შეკრება არავითარი კონტრაქცია არ არის.

"ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, სურს თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.

/მთავარი ფოტო – REUTERS.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S