Accentnews.ge
ლომჯარია – კალაძეს: "კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი"

ლომჯარია – კალაძეს: "კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი"

25/10/2021 18:31:34 პოლიტიკა

"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი", – ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის თბილისის მერის კახა კალაძის რეაქციას.

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

1 სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება "მრტ", "კტ", დუპლერ სკანირების აპარატი;

2. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა. აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

3 ამას მოყვა შემდეგი რეაქციები: დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი...", – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S