Accentnews.ge
27 ოქტომბრისთვის ენმ–ის აქციაც დაანონსდა

27 ოქტომბრისთვის ენმ–ის აქციაც დაანონსდა

26/10/2021 07:48:39 პოლიტიკა

ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ანი წითლიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს ზუგდიდში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" ზუგდიდის მერიის წინ 20:30 საათზე დაიწყება.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს 9-ის ნახევარზე, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის N90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის", - აცხადებს წითლიძე.

იგი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:

"მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და სრულაიდ სამეგრელოს, მიუხედავად ყველა სიძნელეების და ყველა უბედურებისა, რომელსაც ახლა ზუგდიდში ატრიალებს ქართული ოცნება, მოდით ხვალ აქციაზე, მოდით და კიდევ ერთხელ ვანახოთ ყველას, რომ ჩენ მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივყვებით საქართველოს გამარჯვების გზას".

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს "ოცნება" თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S