Accentnews.ge
მედია: სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა, მოსკოვში ახალი დოკუმენტები გააფორმონ

მედია: სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა, მოსკოვში ახალი დოკუმენტები გააფორმონ

26/10/2021 09:01:09 კავკასია

სომხეთში აქტიურად ცირკულირებს არაოფიციალური სიახლე იმის შესახებ, რომ ნოემბრის პირველ დეკადაში მოსკოვში ფაშინიანი-ალიევი-პუტინის ახალი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც ერევანსა და ბაქოს შორის შესაძლოა, ახალი დოკუმენტები გაფორმდეს.

სომხური მედიის ცნობით, ახალი შეთანხმებები 9 ნოემბერს კვლავ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შუამავლობით გაფორმდება. მათგან პირველი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება და სსრკ-ის თავდაცვის უწყების გენშტაბის 1920-იანი წლების რუქებს დაეფუძნება, მეორე კი - რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვას.

ოფიციალური განცხადებები ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ დღეებში პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვებს არ უპასუხა და საკანონმდებლო ორგანო უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარზე უარი განაცხადა მისმა პრეს-მდივანმაც. მანე გევორქიანი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ფაშინიანი-ალიევის შეხვედრა ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის, თუმცა "გარკვეული წინადადებები განიხილება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S