Accentnews.ge
უკრაინელმა მოწმემ ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო

უკრაინელმა მოწმემ ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო

26/10/2021 12:31:40 კავკასია

ბერლინის სასამართლოს სხდომაზე უკრაინემა მოწმემ ამოიცნო რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

მოწმის განცხადებით, ბრალდებული მისი ქვისლი ვადიმ ნიკოლოზის ძე კ.-ა.

ამასთან, მოწმე ვარაუდობს, რომ ეს უკანასკნელი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა პოლკოვნიკის რანგში, - იუწყება DW.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს 55 წლის ხარკოველმა მეწარმემ სახელად ალექსანდრემ ბერლინის სასამართლოს პირველი ჩვენება მისცა, თუმცა მაშინ განაცხადა, რომ ბრალდებულში თავის ნათესავს ცალსახად ვერ ამოიცნობდა, რადგან ეს უკანასკნელი "სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და ორივეჯერ ათი წლის წინ".

ამის შემდეგ სამ კვირაში ალექსანდრემ განუცხადა ჟურნალ Der Spiegel-ს, რომ სასამართლოში საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იცრუა და რომ სინამდვილეში, არა მარტო ამოიცნო ბრალდებულში თავისი ქვისლი, არამედ პირად საუბარში ამ უკანასკნელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირად ნაცნობობაზეც კი მიანიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S