Accentnews.ge
აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფანს ჩაუყარეს საფუძველი

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფანს ჩაუყარეს საფუძველი

26/10/2021 12:43:29 კავკასია

დღეს, 26 ოქტომბერს გორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აგბენდის საავტომობილო გზას - ე.წ. ზანგეზურის დერეფანს ჩაეყარა საფუძველი.

სააგენტო Trend-ის ცნობით, ცერემონიამდე აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოანი აჰმედბეილი-ფიზული-შუშის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ, მოგვიანებით კი ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ხსენებული დერეფანი სომხეთის საზღვრამდე, იმავე სახელწოდების რკინიგზის პარალელურად გაივლის.

«ამ გზას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფან გაჯიგაბული-გორადიზი-აგბენდი-ზანგეზურის ნაწილს და ძალზე მნიშვნელოვანა აზერბაიჯანის სხვა რეგიონებთან და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ზანგილანის დასაკავშირებლად», – აცხადებენ აზერბაიჯანის სატრანსპორტო უწყებაში.

ცნობისთვის: ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისას, გასული წლის ნოემბერში აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვას ითვალისწინებს. ბაქო და ანკარა ამ კონტექსტში მუდმივად საუბრობენ "ზანგეზურის დერეფანზე", რომელმაც ბაქო ნახჭევანის ავტონომიას სომხეთის სიუნიქის მხარის გავლით უნდა დააკავშიროს. ილჰამ ალიევი კი ამ დერეფნის კონტექსტში ხშირად მიუთითებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებზეც.

«აზერბაიჯანელი ხალხი დაბრუნდება ზანგეზურში, რომელიც 101 წლის წინ წაგვართვეს», – განაცხადა მან მიმდინარე წლის აპრილში, მანამდე კი, გასული წლის დეკემბერში გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ «ზანგეზური, გეიჩინი, ირევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწებია".

თავის მხრივ, სომხური მხარე ზანგეზურის დერეფნის შესახებ აზერბაიჯანულის განცხადებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "დერეფანი არ არსებობს და საუბარია მხოლოდ რეგიონულ სტრანსპორტო განბლოკვაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S