
"ეს საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი!» - ქვეყანაში არც დიმიტრი გორდონი შემოუშვეს
27/10/2021 11:02:35 პოლიტიკა
საქართველოში არც უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი შემოუშვეს. ამის შესახებ თავად გორდონი თავის Telegram-არხში წერს.
«ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისში და მთელი ეს დრო პასპორტში შტამპის ჩარტყმას ველოდი საპასპორტო კონტროლის პუნქტში, ახლახანს კი ოფიციალურად განმიცხადეს, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ნათლად და ცალსახად ვუკავშირებ ამას იმ ფაქტს, რომ მანამდე უკრაინის საგარეო უწყება ქართულს დაუკავშირდა და ითხოვა, ჩემთვის რუსთავის ციხეში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მოეცათ. მომხდარი საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი!», – წერს გორდონი.
ამ დროისთვის გორდონი და მისი მეუღე - ასევე ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან არიან გადეპორტებულები.
მოგვიანებით, მან „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა":
"ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა".
მისივე თქმით, არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ განუხორციელებიათ მისი დეპორტაცია:
„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია, ვარ“.
ცნობისთვის: საქართველოში არც უკრაინელი ადვოკატი შემოუშვეს, პრობლემებს უქმნიდნენ ასევე უკრაინის ომბუდსმენს.