Accentnews.ge
სოლომონ პავლიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა

სოლომონ პავლიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა

11/08/2019 10:20:33 სხვა, რეგიონები, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ „აქცენტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შესახებ და, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებები გააცნო.

საუბარი მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს შეეხო, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა და წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი მთავრობის ახალ ინიციატივასაც შეეხო, რომლის თანახმადაც, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S