Accentnews.ge
გერმანიაში უკრაინის ელჩმა ბერლინს Bayraktar-ების თემაზე მკვახე პასუხი გასცა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ბერლინს Bayraktar-ების თემაზე მკვახე პასუხი გასცა

28/10/2021 08:43:46 ევროპა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა უკმაყოფილება გამოხატა უკრაინელი სამხედროების მიერ დონბასში თურქულ დრონ Bayraktar-ის გამოყენებაზე გერმანიის რეაქციის გამო.

  • მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეა ზასსემ განაცხადა, რომ ბერლინი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში კონფლიქტის "ყველა მხარეს" ადანაშაულებს, რადგან მინსკის შეთანხმებების თანახმად, ეს მხოლოდ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვისაა ნებადართული.

როგორც მელნიკმა Bild-თან საუბრისას განაცხადა, კიევი გერმანული საგარეო უწყების წარმოადგენლის განცხადებას "კატეგორიულად არ ეთანხმება" , რადგან "უკრაინას თავდაცვის სრულიად კანონიერი უფლება გააჩნია".

ამასთან, უკრაინელმა დიპლომატმა დასძინა, რომ "შეშფოთებების გამოხატვის ნაცვლად, ბერლინმა საშუამავლო ძალისხმევა უნდა გააორმაგოს "ნორმანდიულ ფორმატში" შეხვედრის ორგანიზებისთვის" და მოსკოვს "საკადრისი ადგილი მიუჩინოს".

ცნობისთვის: სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია დონბასში თურქული წარმოების დრონ Bayraktar-ის პირველი საბრძოლო გამოყენების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S