
სომხეთი სომხურ-თურქული ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივებს რუსეთთან განიხილავს
28/10/2021 12:44:05 კავკასია
სომხეთი სომხურ-თურქული ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივებს რუსეთთან განიხილავს. ამის შესახებ დღეს ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
«მზად ვართ, დავიწყოთ თურქეთთან ურთიერთობები, მათი დარეგულირება. ამ საკითხს რუსეთთანაც განვიხილავთ, ვმსჯელობთ, როგორ წავიწიოთ წინ ამ პროცესში», – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგორიანმა.
მისივე თქმით, როგორც სომხურ, ისე თურქულ მხარეებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ შეინიშნებოდა დადებითი იმპულსები და ეს ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების შესაძლებლობის არსებობაზე მიუთითებდა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს პრემიერის შუამავლობით სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შეთავაზება მიიღო.