Accentnews.ge
საფრანგეთმა ბრიტანული თევზსაჭერი ტრაულერი დააკავა

საფრანგეთმა ბრიტანული თევზსაჭერი ტრაულერი დააკავა

28/10/2021 14:13:42 ევროპა

საფრანგეთმა ბრიტანული თევზსაჭერი ტრაულერი დააკავა

თევზჭერის ლიცენზირებისა და საბაჟო კონტროლის საკითხების ირგვლივ წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე საფრანგეთმა თავის წყლებში ბრიტანული ტრაულერი დააკავ.

როგორც საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ბრიტანული ხომალდი თევზჭერას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ახროციელებდა. საზღვაო ჟანდარმერიის ძალებმა ტრაულერი გავრას პორტში გადაიყვანეს, ეკიპაჟს ნადავლი ჩამოართვეს, კაპიტანს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა საფრანგეთის ეს ნაბიჯი შეაფასა "იმედგაცრუებად, არაპროპორციულ ზომად და პარტნიორობისა და მოკავშირეობისათვის შეუსაბამო ქმედებად".

ამასთანავე, პარიზი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აფიქსირებს.

*****

საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს თევზჭერის ირგვლივ მიმდინარე დავის გამო მკაცრი ზომების მიღებით ემუქრება. საუბარია, კერძოდ, საბაჟო შემოწმებების გამკაცრებასა და ბრიტანული ტერიტორიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, - იუწყება Financial Times.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომების სრული სია ხუთშაბათს გამოქვეყნდება.

დაძაბულობა თევზჭერის უფლებასთან დაკავშირებით უკვე თვეებია, გრძელდება. იგი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბრიტანეთმა უარი განუცხადა რიგ მცირე ფრანგულ თევზმჭერ ხომალდებს თხოვნაზე, ბრექსითის შეთანხმების ფარგლებში ბრიტანულ ტერიტორიულ წყლებში თევზჭერა გაეგრძელებინათ.

დავის საგანს ბრიტანეთის ნაპირებიდან 6-12 საზღვაო მილის მანძილზე, ასევე საფრანგეთის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მდებარე კუნძულ ჯერსისთან თევზჭერის უფლება წარმოადგენს.

"ამ დროისთვის ჩვენი მეთევზეებისთვის განკუთვნილი ლიცენზიების მხოლოდ ნახევარია გაცემული. მოთმინების ფიალა თითქმის სავსეა. არ დავუშვებთ, რომ ბრიტანეთმა ბრექსითის შესახებ შეთანხმებას ფეხი შეაწმინდოს" - განაცხადა ატალმა პარიზში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თუ ბრიტანეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი ეფექტური არ აღმოჩნდება, საფრანგეთმა შესაძლოა, ზღვის ფსკერზე გამავალი სადენით კუნძულ ჯერსისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტოს.

სხვა შესაძლო სასანქციო ზომებს შორისაა საზღვარზე საბაჟო კონტროლის გამკაცრება, საფრანგეთის ჩრდილოეთის პორტებში შემავალი ხომალდებისა და სატვირთო მანქანების სანიტარული კონტროლი, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების ჩამოტვირთვის აკრძალვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S