Accentnews.ge
მოლდოვას პრემიერი: "უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში ევროკავშირმა უნდა გვიჩვენოს, რომ მოლდოვას მხარდამჭერია"

მოლდოვას პრემიერი: "უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში ევროკავშირმა უნდა გვიჩვენოს, რომ მოლდოვას მხარდამჭერია"

29/10/2021 08:29:16 ევროპა

თუ მოლდოვა რუსულ "გაზპრომთან" შეთანხმებას ვერ მიაღწევს, უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში ქვეყანას სხვა მომწიდებლებისგან ენერგომატარებლების იმპორტში დაახლოებით 800 მლნ ევროს დახარჯვა მოუწევს და ამ მხრივ შესაძლოა, ევროკავშირის დახმარება დასჭირდეს, - განაცხადა "Financial Times"-თან ინტერვიუში მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

მისივე თქმით, "ამ 4-5 თვის განმავლობაში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ მოლდოვას მხარდამჭერია". "დიდი მოცულობების საჭიროება არ გვაქვს და გვსურს, გრძელვადიანი მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ" - აღნიშნა პრემიერმა.

ევროკომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას, მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მლნ ევრო გამოუყოს, გავრილიცამ განაცხადა, რომ ეს თანხა ქვეყანას "ძალიან გამოადგება, რათა განაგრძოს მოლაპარაკებები და დროის ფაქტორის არ ეშინოდეს".

"ამ მხრივ საკვანძო მნიშვნელობა ექნება უახლოეს ორ-სამ კვირას. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლდოვას მეგობრებმა ზომები უნდა მიიღონ, - წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას გაუჭირდება როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. კიშინიოვს არ სურს, არჩევანი აკეთოს იაფ გაზსა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებს შორის. რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნორმალური და ეკონომიკურად პროგნოზირებადი ურთიერთობებისათვის" - დასძინა გავრილიცამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S