
ჭიათურაში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
12/08/2019 08:02:14 სხვა, სამართალი, რეგიონები
ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.