
ნატალია ორეირო უახლოეს ხანებში რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს
29/10/2021 15:50:12 ეს საინტერესოა
ცნობილი ურუგვაელი მსახიობი, ბუენოს-აირესში მცხოვრები ნატალია ორეირო უახლოეს ხანებში რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს, - აცნობეს ჟურნალისტებს არენტინაში რუსეთის საელჩოში.
დიპწარმომადგენლობის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პუტინმა ნატალიასა და მისი ვაჟისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა და მათთვის პასპორტების ოფიციალური გადაცემის ცერემონია უახლოეს ხანებში გაიმართება.