Accentnews.ge
თურქეთი სომხეთთან დაკავშირებით ნაბიჯებს ბაქოსთან შეათანხმებს

თურქეთი სომხეთთან დაკავშირებით ნაბიჯებს ბაქოსთან შეათანხმებს

29/10/2021 17:45:02 კავკასია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN Türk-ის ეთერში სომხეთ-თურქეთის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა ფიზულისა და ზანგელანში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიპ ერდოანთან ერთად ვიზიტის შემდეგ.

როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, უკანასკნელი ვიზიტისას თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განიხილეს რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ერთობლივი ნაბიჯები.

"ომი დასრულდა და ახლა, აზერბაიჯანის წინადადების თანახმად, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი. თუმცა აქამდე სომხეთის მხრიდან დადებითი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამოთქმულა", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, ანკარა მზადაა, ამ საკითხის სამმხრივ ფორმატში (ანკარა-ბაქო-ერევანი)განსახილველად

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარის პოზიცია სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ უცვლელია:

"თუ სომხეთი გამოავლენს გულწრფელ ნებას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, მაშინ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოგვარებას არანაირი დაბრკოლება აღარ დარჩება".

ცნობისთვის: 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სომხურ-თურქული ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივებს რუსეთთან განიხილავს.

«მზად ვართ, დავიწყოთ თურქეთთან ურთიერთობები, მათი დარეგულირება. ამ საკითხს რუსეთთანაც განვიხილავთ, ვმსჯელობთ, როგორ წავიწიოთ წინ ამ პროცესში», – განაცხადა გრიგორიანმა.

მისივე თქმით, როგორც სომხურ, ისე თურქულ მხარეებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ შეინიშნებოდა დადებითი იმპულსები და ეს ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების შესაძლებლობის არსებობაზე მიუთითებდა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერის შუამავლობით სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შეთავაზება მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S