Accentnews.ge
„არასწორად გაიგეს" – ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის შემდეგ საკუთარ განცხადებას განმარტავს

„არასწორად გაიგეს" – ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის შემდეგ საკუთარ განცხადებას განმარტავს

29/10/2021 20:13:44 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი რაკლი ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის შემდეგ საკუთარ განცხადებას განმარტავს.

„არასწორად გაიგეს და სიამოვნებით, განვმარტავ. მე გუშინ, ბუნებრივია, ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია არის განსაზღვრული კანონმდებლობაში და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც და შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა ჩემი ნათქვამის. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, მათ შორის დაკავებულის თუ პატიმრის უფლება არის სწორედ შიმშილობის უფლება. და მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ასე ვთქვათ ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა“,– თქვა ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ერთი დღით ადრე პრემიერმა ამავე ტელეკომპანიის ეთერში შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:

“ფინალი [სააკაშვილის შიმშილობის – რედ.] არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას და ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.

იხილეთ ასევე: რატომ „ამარაგებს“ პრემიერ–მინისტრი სააკაშვილის ადვოკატებს სტრასბურგში წარსადგენი მასალებით

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S