
ზუგდიდის #20 უბანთან დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე პირი გადაიყვანა
30/10/2021 06:42:23 სამართალი
ზუგდიდის #20 საარჩევნო უბანთან კვლავ პოლიციაა მობილიზებლი. რამდენიმე პირი ამჟამადაც გაჰყავთ საარჩევნო უბნიდან.
როგორც ირკვევა, ადგილზე ინციდენტის რამდენიმე ეპიზოდს ქონდა ადგილი.
„მანქანაში ისხდნენ ქალები, რომლებსაც ბეიჯები არ ჰქონდათ, მივედით ვკითხეთ თუ ვინ იყვნენ. ამ დროს „ოპელის“ მარკის ავტომობილით მოვიდა ჯონი ციმინტია, დაგვიწყო გინება და ხელი გაარტყა ბექა პაპაშვილს, რომელიც ასევე არის დამკვირვებელი“, - ამბობს სესილი ჭითანავა.
თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე ყვება, რომ კანდიდატმა მამუკა წოწორიამ ადგილზე კრიმინალური მენტალობის ხალხის მობილიზება მოახდინა, რომლებიც ადგილზე თბილისიდან ჩასულ დაკვირებლებს, აქცენტით, რომ ისინი ადგილობრივები არ იყვნენ და იქ არაფერი ესაქმებოდათ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ქმნიდნენ დაძაბულს ფონს. თავად წოწორიამ მუმლაძე სამეგრელოს სეპარატიზმში დადანაშაულებაში დასდო ბრალი, რასაც მუმლაძე აბსურდს და სამარცხვინოს უწოდებს.
„კრიმინალური ჯგუფი მეუბნება საქართველოს მოქალაქეს, რომ ზუგდიდში არაფერი მესაქმება. ეს რას ნიშნავს? სამარცხვინო არაა?“.
ადგილზე დაპირისპირება მოხდა.
მუმლაძემ ფაქტის შეფასება დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანს სთხოვა, თუმცა მან უპასუხა:
„შენს მოყოლილ ისტორიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.