
ციხეში, სადაც სააკაშვილია შესახლებული, საპოლიციო ძალები შეიყვანეს
30/10/2021 08:09:01 სამართალი
N12 საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპოლიციო ძალები შეიყვანეს. დააფიქსირეს ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანის შესვლის ფაქტიც.
შსს-ს განცხადებით, პოლიციის დანაყოფები პენიტენციური დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან.
„ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია, დღესაც სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება“, - აცხადებენ შსს-ში.