Accentnews.ge
ზუგდიდის #20 უბანთან ხუთი პირი დააკავეს

ზუგდიდის #20 უბანთან ხუთი პირი დააკავეს

30/10/2021 08:26:06 სამართალი

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან, სადაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ქონდა ადგილი, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ერთი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ოთხი პირი. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ ზუგდიდელებს სეპარატისტები უწოდა. მუმლაძე აღნიშნულს სამარცხვინოს უწოდებს.

„მარნეულელს აქ რა გინდაო, მიყვირიან მე, საქართველოს მოქალაქეს. ეს სამარცხვინო არაა?“, - უთხრა გიორგი მუმლაძემ მე-20 საარჩევნო უბანთან მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ჩიქოვანს ა ფაქტის შეფასება სთხოვა.

დაკავებამდე მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია ამბობდა, რომ მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა "მწვანე ალტერნატივა - მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ჯონი ციმინტია. ინციდენტს კი წინ უძღოდა მათი კომუნიკაცია უბანთან სიებით ხელში მობილიზებულ მოქალაქეებთან.

ადგილზე რჩებიან პოლიციის წარმომადგენლები.

დაპირისპირებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაცნობი სახეები აგრესიულობით გამოირჩევიან.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, პროვოკატორების სრული მობილიზაციაა ზუგდიდში, რაზეც მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დროული რეაგირება მოახდინოს.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდი. ინციდენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაცნობი სახეები ვნახეთ, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან. იგივე ჯგუფი არჩევნების პირველ ტურზე მარნეულში იყო და იქაც იმავე პროვოკაციებს აწყობდა, ახლა ზუგდიდში გადატყორცნეს. არც ერთი ზუგდიდელი არ არის. პროვოკატორების სრული მობილიზაცია არის ზუგდიდში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დროული რეაგირება გააკეთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S