
თვითმხილველი: "ჟურნალისტი დაახლოებით, 20–მა კაცმა ცემა"
30/10/2021 08:43:25 სამართალი
დიღომში, #40 საარჩევნო უბანთან პოლიცია მობილიზებული.
ერთ–ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„გარე პერიმეტრს ვიღებდი ვიდეოკამერით, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს ალკოჰოლით უმასპინძლდებოდნენ. ჟურნალისტი ნინია ცისკარიშვილი ცემა დაახლოებით, 20–მა კაცმა. მეც გამომიდგნენ, საარჩევნო უბანთან მცემეს, კამერა დამიმტვრიეს. ყველა კადრი მაქვს“,– ამბობს სავარაუდო დაზარალებული, რომელსაც დაზიანება სახის არეში აღენიშნება.
მეორე მხარე ინციდენტს უარყოფს და პროვოკაციაში სავარაუდო დაზარალებულს ადანაშაულებს.
„ვმუშაობდით ჩვენთვის წყნარად, მეგობართან ერთად, სულ ვიკრიბებით. მიღებდა და ვუთხარი, ნუ „მიღებ–მეთქი“.