Accentnews.ge
„ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია“

„ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია“

30/10/2021 09:13:53 პოლიტიკა, სამართალი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია - შესაბამისი საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ მოამზადა.

„მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხებოდა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.

საია-მ ამ დრომდე 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S