Accentnews.ge
"მოქალაქემ ხმა 2 უბანზე სხვადასხვა პირადობით მისცა"

"მოქალაქემ ხმა 2 უბანზე სხვადასხვა პირადობით მისცა"

30/10/2021 10:00:03 სამართალი

თბილისში, ნაძალადევში ერთმა მოქალაქემ ხმა 2 უბანზე 2 სხვადასხვა პირადობით მისცა,– "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დოკუმენტების ფოტოები გამოაქვეყნა.

ერთი და იმავე ადამიანის ერთ პირადობის მოწმობაში ედუარდ მსტოიანი წერია, მეორეში - ედუარდ ჯიქური.

"ესეც ყალბი პირადობები, ნაძალადევში აღმოაჩინეს ნაციონალების დამკვირვებლებმა. კარუსელი, კარუსელი, არ გიშველის, არ გიშველის, მაინც ვერ მიიღებ ძალით, რასაც გინდა, რასაც ელი.

იუსტიციის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. დიდი სისტემური დანაშაულია". - წერს ელენე ხოშტარია.

ის მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

"ამ არჩევნებს შეუძლია, რომ რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია. შემოატრიალოს სიტუაცია არა ვინმეს გასარიყად, არამედ პირიქით - შერიგებისთვის, ერთიანობისთვის, ადამიანის ღირსებისთვის. ამის გარანტი არის ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას... ყველას ვარწმუნებ, რომ თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, და ამას თბილისში ვხედავთ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება "ქართულ ოცნებას" არ უშველის...გულწრფელად მაქვს მოლოდინი იმ ცვლილების, რასაც იმსახურებს და რაც უნდა ჩვენ საზოგადოებას. მთავარია ვინმემ არ ჩათვალოს, რომ "აი ჩემს გარეშე გადაწყდება". თითო ხმა არის მნიშვნელოვანი".

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით კი, მოქალაქე ედუარდ მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემებითაა შეყვანილი. მან 22 ოქტომბერს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.

სააგენტოში ამბობენ, რომ გვარი შეიცვალა 14 სექტემბრის, ანუ ცესკო–სთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ, რის გამოც იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S