
ჟურნალისტი მასზე თავდასხმის შესახებ იუწყება
30/10/2021 10:20:20 სამართალი
"TV მედია ცენტრის" ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე ამბობს, რომ ქუთაისის N14 საარჩევნო უბანზე სცემეს.
მისი თქმით, დაპირისპირება ინციდენტს მოყვა, რა დროსაც კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვა.
გელხვიიძე ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიებში პირადი მონაცემები – ტელეფონის ნომრები და მათზე გასაცემი თანხის ოდენობა იყო აღრიცხული.
"აღწერილია ამომრჩევლების პირადი მონაცემები, წერია ასევე თანხები, ვის რამდენი უნდა მისცენ. „ქართული ოცნების“ წევრები სავარაუდოდ, ამ ყველაფერს კურირებენ. ეს სიები წავართვი და მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს ჟურნალისტი.