Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური: "სპეცრაზმი N12 დაწესებულების ტერიტორიაზე არ შესულა"

პენიტენციური სამსახური: "სპეცრაზმი N12 დაწესებულების ტერიტორიაზე არ შესულა"

30/10/2021 11:01:23 სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და იქ სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეჰყავთ.

მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა“:

პენიტენციური სამსახურის ცნობით, გავრცელებული კადრები გადაღებულია არა N12 დაწესებულების ტერიტორიაზე, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე. გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S