
გიორგი კაპანაძე სავარაუდოდ, დააკავეს
30/10/2021 11:07:16 სამართალი
რუსთავის #74-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
არსებული ინფორმაციით, დაპირსპირების შემდეგ პოლიციამ კაპანაძე ავტომანქანაში ზალის გამოყენებით ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.კაპანაძე უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
როგორც განიმარტა, საარჩევნო უბანზე გიორგი კაპანაძე აკაკი ბობიხიძესთნა ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო იყო მისული. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლის საარჩევნო ნომრებს იწერდა და ამ გზით არკვევდა, იყვნენ თუ არა "ქართული ოცნების" პოტენციური ამომრჩევლები მისული უბანზე. ამასთან, ოპოზიციის წევრების ცნობით, უბნიდან მათი დამკვირვებლებიც გამოაძევეს. სწორედ ამის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ ოპოიციონერები უბანზე მისული.