Accentnews.ge
სომხეთში კოვიდ–ინფიცირების და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლები საგნაგაშოდ ფასდება

სომხეთში კოვიდ–ინფიცირების და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლები საგნაგაშოდ ფასდება

30/10/2021 12:48:57 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 2 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოდ ფასდება 3-მილიონიან ქვეყანაში, სადაც პანდემიამ ჯამში 6 300 ადამიანი იმსხვერპლა.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით სომხეთში კვლავ სავალდებულო გახდა ნიღბების ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

გარდა ამისა, სკოლები და უნივერსიტეტები სწავლების ონლაინფორმაზე გადავიდნენ.

ამასთან, განიხილება სასკოლო არდადეგების ერთი კვირით გახანგრძლივება.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვების აცრის ნება დართო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S