Accentnews.ge
დამკვირვებელი ამბობს, რომ დარღვევების გამოვლენის გამო სახეში ცხელი ყავა შეასხეს

დამკვირვებელი ამბობს, რომ დარღვევების გამოვლენის გამო სახეში ცხელი ყავა შეასხეს

30/10/2021 12:55:40 სამართალი

ფოთის #მე-11 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. დამკვირვებელი ამბობს, რომ მან დარღვევები გამოავლინა, საპასუხოდ კი სახის არეში ცხელი ყავა შეასხეს.

რაც შეეხება დარღვევებს, დამკვირვებელი ყვება, რომ კოორდინატორთან აღმოაჩინა სამაგიდო სიები და თანხა, რომელსაც ის სავარაუდოდ, ამომრჩეველს ურიცხავდა. სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი.

„უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მანქანა გაჩერებული, გავიარე და დავინახე, რომ ამ ქალბატონს ჰქონდა სამაგიდო სიები და თანხები მიწერილი ჰქონდა, ვის რამდენი მისცა. თხოვნით მივმართე, „თუ შეგიძლიათ, მომაწოდეთ–მეთქი“. გვერდიდან მეორე მამაკაცმა, რომელსაც ბეიჯი ჰქონდა, გამოართვა ქაღალდები და გაიქცა და ამასობაში სახეში ცხელი ყავა შემასხა", - ამბობს დამკვირვებელი.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, დაზარალებული პოლიციას აძლევს ჩვენებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S