Accentnews.ge
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი დააფიქსირეს

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი დააფიქსირეს

30/10/2021 13:51:47 სამართალი

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა #5 ისნის საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე უბანთან მუდმივად მყოფი პირის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ თანხის გადაცემის, ფაქტი დააფიქსირა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პირი კოორდინაციაშია უბნიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, მინივენის ტიპის ავტომობილში მყოფ 5 პირთან და პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან.

მათივე ცნობით, ISFED-ის დამკვირვებელმა დღის განმავლობაში ამ პირის მხრიდან მოქალაქისთვის დაუდგენელი ბარათის გადაცემის შემთხვევაც გამოავლინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S