ვაზისუბანში, სადაც მელია იმყოფებოდა, დავითულიანის მისვლის შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა
30/10/2021 14:49:23 პოლიტიკა
თბილისში, ვაზისუბანში, #62 უბანზე, სადაც ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იმყოფებოდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაძაბულობა ადგილზე დეპუტატ ბექა დავითულიანის მხარდამჭერებთან ერთად მისვლად მოჰყვა. ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციის მერობის კანდიდატს – ნიკა მელიას. მელია ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, რა დროსაც მას პირმა თავის არეში ხელი ჩაარტყა.
პოლიციელმა რამდენიმე პირი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.
„ტიპმა უბანი წააგო და მოვიდა პროვოკაციის მოსაწყოდბად. ჩემი მოსლის მიზანი ის იყო, რომ მივხვდი, საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლას ექნებოდა ადგილი“,– განაცხადა დავითულიანმა და პროვოკაციაში ნიკა მელიას დასდო ბრალი.
საყურადებოა, რომ უაბნზე შუქი ჩაქრა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიას ელექროენერგია მიეწოდება.
საარჩევნო პროცესი შეჩერებულია, უბნები კი 20:00 საათისთვის უნდა დაიხუროს.
„მიმართავ ელებს, თქვენ ხედავთ რა ხდება – ჩააქრეს შუქი, მობილიზება მოახდინეს დანაშაულებრივი ჯგუფის. არ გაგივათ. რაც არ უნდა პროვოკაციები მოაწყოთ არ გაგივათ“,– განაცხადა ნიკა მელიამ.
რამდენიმე წუთის წინ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
იხილეთ ასევე: მელია – „უცხო კაცმა ყუთში 10–მდე ბიულეტენი ჩატენა, უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო"


