Accentnews.ge
გუგული მაღრაძე – "რუსთავი 2"–ის  გაყიდვაზე: "არანაირი ეჭვები არ მაქვს"

გუგული მაღრაძე – "რუსთავი 2"–ის გაყიდვაზე: "არანაირი ეჭვები არ მაქვს"

12/08/2019 11:50:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დეპუტატ გუგული მაღრაძეს "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით არანაირი ეჭვები არ აქვს. ამის შესახებ მან "აქცენტს" განუცხადა. კერძოდ, "აქცენტი" დაინტერესდა დეპუტატის შეფასებით, ის გარემოება, რომ ქიბარ ხალვაში ერთ–კვირიან ვადაში გეგმავს არხის გაყიდვას, რაზე მიუთითებს პროცესი. იმაზე, რომ არხი გაკოტრებისკენ მიდის, თუ იმაზე, რომ მომავალი მფლობელი უკვე წინასწარ არის შერჩეული.   

"ეს არის კერძო მფლობელობა და კერძო მფლობელი რასაც უნდა, იმას უზამს თავის ქონებას.მეტი არანაირი შეფასებების გაკეთებას არ ვაპირებ. რაც აქვს თავისი ინტერესი კერძო მფლობელს, ვერ ავუკრძალავთ თავისი ქონების გაყიდვას. არანაირი სხვა ეჭვები არ მაქვს. კერძო მფლობელია, გამოიტანა გასატყიდად, გაიყიდება",– განუცხადა "აქცენტს" მაღრაძემ. 

ხოლო დამატებით კითხვას, თუ რა აძლევს საფუძველს, რომ ეჭვები არ ჰქონდეს, დეპუტატმა არ უპასუხა. 

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. 

   

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S