Accentnews.ge
ქალაქი, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება

ქალაქი, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება

31/10/2021 01:18:13 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერი ოპოზიცონერი კანდიდატი გიორგი ხარჩილავა გახდება. ამ დროისთვის უბნების 100%–ია დათვლილი, შედეგები კი ასე გადანაწილდა:

  • გიორგი ხარჩილავა– 51.107%
  • გოგა გულორდავა– 48.893%

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი ქალაქია, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა უპირატესობა.

როგორც ხარჩილავამ განაცხადა, ხელისუფლებამ ყველა რესურსი გამოიყენა, თუმცა ხალხის ნებამ გაიმარჯვა.

ცნობისთვს: 30 ოქტომბერს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ „საქართველოში არჩევნები გაუქმებულია“.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმას ოპოზიცია ხვალ წარადგენს. ჯერ დაზუსტებული არ არის, დაადგება თუ არა ოპოზიცია ბოიკოტის გზას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S