აშშ–ის ხომალდი Mount Whitney შავი ზღვისკენ მოემართება

01-11-2021 11:32:48 თავდაცვა

აშშ–ის ხომალდი Mount Whitney შავი ზღვისკენ მოემართება. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტილია ავრცელებს.

მისი ცნობით, Mount Whitney შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

ხომალდზე აშშ-ის მეექვსე ფლოტილიის შტაბის და "ნატო-ს სამხედრო-საზღვაო შემტევი ძალების" წარმომადგენლები იმყოფებიან.

გასული კვირის ბოლოს აშშ-სა და ნატო-ს მეთაურებმა ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანს, მათი თქმით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შეგახსნებთ, რომ ორი დღის წინ შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული სამხედრო ხომალდი „პორტერიც“ შევიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები