
თბილისში სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს
01/11/2021 11:11:37 სამართალი
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა.
გარდაცვლილსაც და დაჭრილსაც ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.