Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური: "გვარამიას ბრალდება, თითქოს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება"

პენიტენციური სამსახური: "გვარამიას ბრალდება, თითქოს სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება"

01/11/2021 13:38:18 სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება.

„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა:

„გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ მისი გატაცება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S