
"Миру - мир!" - აფხაზი ბლოგერისა და მისი ქართველი თანატოლის ერთობლივი ვიდეომიმართვა
01/11/2021 14:11:26 კონფლიქტები
TikTok-ში ხალხებს შორის მტრობისა და შუღლის გამღვივებლების პარალელურად, სამშვიდობო მიმართულების მომხრეებიც გააქტიურდნენ.
ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავაა.
"მივმართავ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს წამოწყებას: როგორც აქამდე მოვდიოდი, ისე ვივლი მომავალშიც და კიდევ უფრო გავაქტიურდები, რადგან სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი მიმართულების სისწორეში, სულ უფრო მეტი მიმდევარი მყავს როგორც თბილისში, ისე სოხუმში. ჩვენს შორის მტრობა დაუშვებელია!" - ამბობს აფხაზი ბლოგერი.
ამ დღეებში მან ქართველ თანატოლთან ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც შერიგების, მშვიდობის, კავკასიელთა ერთიანობის აუცილებლობის შესახებ საუბრობს: