Accentnews.ge
კიევი თბილისისგან განმარტებებს ელის

კიევი თბილისისგან განმარტებებს ელის

01/11/2021 17:28:04 პოლიტიკა

უკრაინის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით კიევი თბილისისგან განმარტებებს ელის. ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

"ჩემი ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ელჩ გიორგი ზაქარაშვილთან შეშფოთება გამოვხატე ოქტომბრის დასაწყისიდან საქართველოში უკრაინის მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით ქვეყანაში უკრაინის საელჩოსადმი მიმართვიანობის საგრძნობი გახშირების გამო და განვუცხადე ქართველ დიპლომატს, რომ კიევი ამასთან დაკავშირებით თბილისისგან განმარტებებს ელის. ელჩი დამპირდა, რომ ჩვენს კითხვებს საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს" - აღნიშნა დენისოვამ და დასძინა, რომ ელჩთან სქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც განიხილა.

  • უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, ასევე უკრაინაში მოქმედი "მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისის" ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი ოქტომბრის ბოლოს საქართველოში არ შემოუშვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S