Accentnews.ge
მეარაყიშვილი: "ექიმები არ გვყავს ადგილზე, მთელი რაიონი ავადაა!"

მეარაყიშვილი: "ექიმები არ გვყავს ადგილზე, მთელი რაიონი ავადაა!"

01/11/2021 19:50:44 კონფლიქტები

ახალგორელი აქტივსტი თამარ მეარაყიშვილი ეპიდემიოლოგური თალსაზრისით რეგიონში შექმნილი რთული ვითარების შესახებ იუწყება.

"კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობით გადაჰყავდათ თბილისში. ადგილების უქონლობის გამო, თერჯოლის საავადმყოფოში მიმავალ გზაზე დაიღუპა. კიდევ რამდენიმე მძიმე გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ათეულობით - ცხინვალში. ჩვენს საავადმყოფოში შედარებით მსუბუქები გადიან მკურნალობას. უბრალოდ წვანან და იღებენ წამლებს. ექიმები არ გვყავს ადგილზე. მთელი რაიონი ავადაა. უმეტესობა დადასტურებულ ანალიზს მალავს და აგრძელებს ხალხთან ურთიერთობას",– ამბობს მეარაყიშვილი.

ის მორიგ ჯერზე სვამს კითხებს ახალგრის საავადმყოფოსთან დაკავშირებით

"როცა სიმშვიდეა და ვკითხულობ, რაში ფლანგავს მაკა გათენაშვილის ოჯახი უკვე 13 წელი საქართველოს ბიუჯეტიდან ახალგორის საავადმყოფოსთვის გამოყოფილ მილიონებს, თურმე, მისი თანამდებობის დაკავების სურვილი მამოძრავებს. ასეა ცხინვალიდანაც - ჩვენი რაიონი იქცა უსაქმურების და გაუნათლებლების თავშესაფრად და სამოთხედ, სადაც რაღაც გზებით მოხვდები საბიუჯეტო ორგანიზაციაში- მათ შორის პასუხისმგებელ პოზიციაზე ან სულაც მაღალ თანამდებობაზე და გადაგიხდიან ფულს- "ხელფასს". შემდეგ კი- "იჰჰჰ, მე ფული ავიღო და რაში მედარდება რა ფუჭდება?"ჰოდა, ვცხოვრობთ ისე როგორც ვიმსახურებთ. მე ნუ მირეკავთ- კოვიდიანი მაღაზიაში ზის, ბირჟაზეა... მე მილიცია არ ვარ. თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს თუ ექმნება პრობლემა, თავად დაიცავით თავები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S