"ენმ–ის წევრების მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების დისკუსიაში არ შევალთ, მათ განცხადებებს დავაკმაყოფილებთ"
02/11/2021 08:57:58 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებებს დააკმაყოფილებენ.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების დისკუსიაში არ შევალთ, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენი გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე გაფორმდება. მათ განცხადებებს დავაკმაყოფილებთ, თუ შემოვა", – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, კობახიძემ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მისი თქმით, "განხილვა მოხდება":
დანარჩენი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ამაზე უკვე პარლამენტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს“.
ცნობისთვის: 30 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 5–მა პარლამენტარმა განაცხადა.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


