Accentnews.ge
"მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება სახალხო ბრძოლაში თუ მის გარეშე, უმნიშვნელოა"

"მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება სახალხო ბრძოლაში თუ მის გარეშე, უმნიშვნელოა"

02/11/2021 09:45:28 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, არ არის მთავარი, ვინ და როდის დატოვებს პარლამენტს:

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. გეუბნებით, ამ წუთის მდგომარეობით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში. ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩემთვის, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“.

ცნობისთვის: 30 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 5–მა პარლამენტარმა განაცხადა.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S