Accentnews.ge
"იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს OSCE/ODIHR-ის მისია დააკვირდება"

"იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს OSCE/ODIHR-ის მისია დააკვირდება"

02/11/2021 10:00:36 სამართალი

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს OSCE/ODIHR-ის მისია დააკვირდება. ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს.

"დღეს არის უკვე ჩანიშნული სასამართლო და ეს სასამართლო იქნება ზუსტად ისე, რა დავალებასაც მიიღებს ის სუს-დან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. არაფერი გარდა უხმო პროტესტისა, იმედას არ ჩაუდენია", - განაცხადა დეკანოიძემ.

იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.

„შეგნებულად ვაკეთებ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, იმიტომ, რომ ამ შენობაში არსებულმა ადამიანებმა მოიპარეს ქუთაისელების არჩევანი, გააჩუმეს დღეს ადამიანი, რომელიც „ოცნების“ კოორდინატორებს დარღვევაში ამხელდა და ფეხს არ გავადგამ და არ დავიძრები აქედან, ეს იქნება ჩემი დაუმორჩილებლობის აქტი“, – აცხადებდა კლდიაშვილი.

კლდიაშვილს მანქანის გადაყენება სთხოვეს, თუმცა მან დაუმორჩილებლობის ნიშნად ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა მანქანიდან გადაიყვანეს და დააკავეს.

იგი იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაშია მოთავსებული.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S