Accentnews.ge
სააკაშვილის მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა ენმ–დან მანდატები საკონსტიტუციო ცვლილებებამდე არ უნდა დატოვონ

სააკაშვილის მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა ენმ–დან მანდატები საკონსტიტუციო ცვლილებებამდე არ უნდა დატოვონ

02/11/2021 12:00:01 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სააკაშვილის მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა ენმ–დან მანდატები საკონსტიტუციო ცვლილებებამდე არ უნდა დატოვონ. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებიდან ირკვევა.

"პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, სააკაშვილი იგივენაირად ფიქრობს, რომ მისი გუშინდელი პოზიცია გახლავთ სწორი, რომ მისმა ფრაქციამ, ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას, მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება, დატოვოს პარლამენტი. თუმცა იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს:

პირველი ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი, და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის. [მანდატების დატოვების შემთხვევაში] ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და იგი ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის.

მეორე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრებს ეხება. პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ - ეს არის ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის: დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად 19 აპრილის შეთანხმება უდევს, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

დღეს ფრაქციამ “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სანამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ. თუმცა ბოიკოტის მიუხედავად, ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში.

30 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე 5–მა პარლამენტარმა განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S