Accentnews.ge
სტატისტიკის ეროვნული სამსახური:"საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.2 პროცენტით შემცირდა"

სტატისტიკის ეროვნული სამსახური:"საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.2 პროცენტით შემცირდა"

13/08/2019 08:18:54 ეკონომიკა

საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია, – ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემები.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 2 102.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 4 963.4 მლნ. აშშ დოლარი, შესაბამისად, 4.7 პროცენტით ნაკლები.

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში 2 861.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S