Accentnews.ge
ქალი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების მცდელობაში ამხელდა, სავარაუდოდ, პოლიციამ გადაიყვანა

ქალი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების მცდელობაში ამხელდა, სავარაუდოდ, პოლიციამ გადაიყვანა

03/11/2021 16:25:20 სამართალი

ქალი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ უბანზე არჩევნების გაყალბების მცდელობაში ამხელდა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ მასთან კონტაქტი გართულდა, სავარაუდოდ, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

როგორც ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, ისევ ვერ პოულობს იზა ჩირგაძეს, თუმცა თვითმხილველების ცნობით, ჩირგაძე პოლიციამ წაიყვანა.

"ადვოკატიც ეძებს! მივდივარ პოლიციაში",– განაცხადა დეკანოიძემ.

ამ დროისთვის ის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფება.

"ვაპირებ, პოლიციას დაველაპარაკო და ვკითხო, სად არის ეს ადამიანი და რატომ არის გამქრალი. ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი". - თქვა დეკანოიძემ.

1 ნოემბერს იზა ჩირგაძემ გაყალბების სქემაზე ისაუბრა, თუმცა მას შემდეგ მას ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ უკავშირდებოდა და ვერც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“.

მოგვიანებით განმარტა, რომ მასზე მუქარა არ განხორცელებულა და ტელეფონი გათიშა იმიტომ, რომ არავისთან სურდა კონტაქტი, თუმცა როგორც მისი თანასოფლელები ყვებიან, მათთან ქალი მუქარაზე საუბრობდა და შეშინებული იყო.

იზა ჩირგაძე არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორად მუშაობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S