Accentnews.ge
“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს გაუგებარ ნაბიჯს"

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს გაუგებარ ნაბიჯს"

03/11/2021 18:16:27 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას აკრიტიკებს.

“დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადბეული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან მოუთმენლად ჩვენგან. ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, რა სიმბოლური ადგილი უჭირავს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევა მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა სამოქალაქო სექტორმა, საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმაც გააკრიტიკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S