Accentnews.ge
სააკაშვილის ექიმი: "პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო სუსტადაა, ვიდრე ადრე იყო"

სააკაშვილის ექიმი: "პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო სუსტადაა, ვიდრე ადრე იყო"

03/11/2021 19:22:39 სამართალი

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმაზე უფრო სუსტადაა, ვიდრე აქამდე იყო.

"დღეს მივიღეთ ტესტები პასუხები და კონსილიუმთან გავიარეთ ყველა პარამეტრები. წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთას მოვიდეს. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან არასტაბილური სიტუაციაა", - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა უკვე დაკარგა თავისი წონის 10 პროცენტი, რაც საშიში ვითარებაა.

როგორც მან აღნიშნა, შემდეგი კონსილიუმი პარასკევს გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S