Accentnews.ge
რუსთავის ციხესთან ენმ-ის მხარდამჭერზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

რუსთავის ციხესთან ენმ-ის მხარდამჭერზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

04/11/2021 07:37:45 სამართალი

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერზე გიორგი ბალახაშვილზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის აღძრული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

3 ნოემბერს ბალახაშვილი აცხადებდა, რომ აქციიდან წამოსულს სამი ადამიანი აედევნა და როცა ციხის ტერიტორიას გასცდა, მას თავს დაესხნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S